sagarejos municipaliteti  
  

 

 

sagarejos municipalitetis soflebi
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი შედის კახეთის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.

მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 1 ქალაქი, 24 ტერიტორიული ორგანო და 46 სოფელი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან ბადიაურის, გიორგიწმინდის, გომბორის, დიდი ჩაილურის, დუზაგრამის, ვერხვიანის, თოხლიაურის, თულარის, იორმუღანლოს, კაკაბეთის, კოჭბაანის, ლამბალოს, მანავის, მზისგულის, ნინოწმინდის, პატარა ჩაილურის, პატარძეულის, სათაფლეს, უდაბნოს, უჯარმის, ყანდაურის, შიბლიანის, წყაროსთავის, ხაშმის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ფართობია 1 553,7 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 51 761 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა – 33,3. მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი საგარეჯო. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის თულარი (3 147 ადამიანი), საგარეჯოდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი იკვლივგორანა (72 კმ.).

 

1 ანთოკი 12 ვერხვიანი 23 მზისგული 34 სასადილო
2 ასკილაური 13 ზემო ლამბალო 24 მუღანლო 35 უდაბნო
3 ბადიაური 14 ზემო ყანდაურა 25 მუხროვანი 36 უჯარმა
4 ბურდიანი 15 თოხლიაური 26 ნინოწმინდა 37 ქეშალო
5 გიორგიწმინდა 16 თულარი 27 ოთარაანი 38 ქვემო ლამბალო
6 გომბორი 17 იკვლივგორანა 28 პალდო (დუზაგრამის თემი) 39 ქვემო სამგორი
7 გორანა 18 კაზლარი 29 პალდო (უჯარმის თემი) 40 ქვემო ყანდაურა
8 დიდი ჩაილური 19 კაკაბეთი 30 პატარა ჩაილური 41 შიბლიანი
9 დუზაგრამა 20 კოჭბაანი 31 პატარძეული 42 წიწმატიანი
10 ვაშლიანი 21 მანავი 32 რუსიანი 43 წყაროსთავი
11 ვერონა 22 მარიამჯვარი 33 სათაფლე 44 ხამში